ყველა პროექტები მედია
22/02/2023
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
„ირინეს ბედნიერება“ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
22/02/2023
„ირინეს ბედნიერება“
სტერეოტიპების და საზოგადოებრივი განწყობების გავლენა ადამიანებზე – მაყურებელი მალე დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოების ახალ სასცენო ვერსიას ნახავს. „ირინეს ბედნიერებაში“ გადმოცემული სევდიანი რეალობა, რომელიც აწმყოშიც აქტუალურია, თუმანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში მთავრი აქცენტი ქალზე, საზოგადოების მხრიდან ქალისადმი დამოკიდებულებაზე და მისთვის წართმეულ არჩევანის უფლებაზე კეთდება.
08/02/2023
მანანა მენაბდეს საღამო
14 თებერვალს 20:00 საათზე მანანა მენაბდეს საღამო "შენ ფანჯარაში დამინახავ" თუმანიშვილის თეატრის სცენაზე
07/02/2023
ინტერვიუ გოგა პიპინაშვილთან
06/02/2023
მიხეილ თუმანიშვილი
ჩვენ მიერ მომზადებულ სიუჟეტში გამოყენებულია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საარქივო მასალები.
06/02/2023
დღეს 6 თებერვალია , მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღე
6 თებერვალს ცნობილი ქართველი პედაგოგისა და რეჟისორის, 20-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა
03/02/2023
წარმატებული გასტროლი ამერიკაში
წარმატებული გასტროლი ამერიკაში - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მაყურებლის წინაშე ფილადელფიასა და ნიუ-იორკში წარსდგა. გასტროლმა წარმატებით ჩაიარა - სპექტაკლი “მწვანე ბარათი” მაყურებელმა 22 და 23 დეკემბერს იხილა. პიესა - ნინო სადღობელაშვილი რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე მხატვარი - თეო კუხიანიძე კოსტიუმების მხატვარი - დათუნა სულიკაშვილი სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, მზია არაბული, ირინა გიუნაშვილი, გია აბესალაშვილი, გიგა კახიანი, სანდრო სვანიძე. პიანისტი - ლუკა თოფურია „მწვანე ბარათი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მასშტაბური პროექტია.
02/02/2023
,,შაქრით თუ უშაქროდ”
გადაცემის სტუმარია : თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - იოანე ( ვანო ) ხუციშვილი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14