ყველა პროექტები მედია
06/04/2023
მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე
68 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა..მოგონებები "იმედის დღის" არქივიდან
06/04/2023
პაატა ბარათაშვილი და დავით კვირცხალია
პაატა ბარათაშვილი და დავით კვირცხალია რადიო იმედში სტუმრად ნიკოლოზ წულუკიძესთან
31/03/2023
რეჟისორი- იოანე(ვანო)ხუციშვილი
რეჟისორი და სცენოგრაფია - რა აზარალებს სცენოგრაფიას, ტრადიციულის მიმართ უნდობლობა თუ არატრადიციულის უნიჭობა ივანე ხუციშვილი - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
30/03/2023
ლია კაპანაძე
კულტურის სამინისტრო წარმოგიდგენთ ახალ პროექტს ,,ერთი მსახიობის ამბავი” - ლია კაპანაძე
30/03/2023
ნინო ბურდული
ნინო ბურდული და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“
30/03/2023
ვასილ ბესელია
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ პროექტს “ცოცხალი წიგნები”…
26/02/2023
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო.
ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ კინომსახიობთა თეატრში თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. სპექტაკლის რეჟისორია იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმების ავტორები - ანი მურღულია და გიორგი ჯიქია, ტექნიკური რეჟისორი - სოფო ორჯონიკიძე. მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ბურდული (ელენე ალვინგი), გიორგი ყიფშიძე (ოსვალდ ალვინგი), გოგა პიპინაშვილი (პასტორი მანდერსი), გია როინიშვილი (დურგალი ენგსტრანდი), ქეთა შათირიშვილი (რეგინა ენგსტრანდი), მაიკო ხორნაული (ანა-მარია, მსახური). მე-19 საუკუნის ნორვეგიელ დრამატურგს, პოეტსა და თეატრალურ რეჟისორს, ჰენრიკ იბსენს, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „მოდერნიზმის მამას“ და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ევროპელ ავტორს. პიესა „მოჩვენებები“ დღეს ისევე აქტუალურია, როგორც 131 წლის წინ, რადგან მასში წამოჭრილი პრობლემები მარადიულია. ფრაუ ალვინგი შუახნის ქვრივია, რომელმაც თავისი ქმრის, კამერჰერ ალვინგის სახელობის პანსიონატის გახსნა გადაწყვიტა. მის ირგვლივ წარსულის მოჩვენებები იყრიან თავს: მოსამსახურე რეგინა, პასტორი მანდერსი, დურგალი ენგსტრანდი და საკუთარი შვილი, ოსვალდი, რომელიც, წლებია, არ უნახავს. იდილიას ქაოსი ცვლის მაშინ, როცა ფრაუ ალვინგის დიდი ხნის საიდუმლოებები მჟღავნდება. სპექტაკლის პრემიერა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 2022 წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართა.
26/02/2023
მაყურებელი თუმანიშილის კინომსახიობთა თეატრში დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოების ახალ სასცენო ვერსიას იხილავს. "ირინეს ბედნიერება"
მაყურებელი თუმანიშილის კინომსახიობთა თეატრში დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოების ახალ სასცენო ვერსიას იხილავს. "ირინეს ბედნიერება" ადამიანებზე, სტერეოტიპებისა და საზოგადოებრივი განწყობების გავლენას აღწერს. მთავარი აქცენტი ქალზეა - საზოგადოების მხრიდან ქალისადმი დამოკიდებულებასა და წართმეული არჩევანის უფლებაზე. სპექტაკლში გადმოცემულია სევდიანი რეალობა, რომელიც დღესაც აქტუალურია. დავით კლდიაშვილის პიესა "ირინეს ბედნიერება", რომელიც ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე არაერთხელ დაიდგა, განახლებული სცენოგრაფიით, ელენე მაცხონაშვილმა თუმანიშვილის თეატრში დადგა. "ირინეს ბედნიერება" თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, 27 თებერვალს პრემიერით გაცოცხლდება.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14