უხერხემლო
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

ალექს ჩიღვინაძე - ,,უხერხემლო” 

 რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი

მხატვარი - გიორგი გორგიაშვილი

მუსიკალური გაფორმება - გიორგი ჯიქია

ტექნიკური რეჟისორი - სოფო ორჯონიკიძე

 მოქმედი პირები:

მართა - ნინელი ჭანკვეტაძე

მამია - გოგა პიპინაშვილი

ნინო - ნინა ლორთქიფანიძე

დანიელი - გივი ბალანჩივაძე

მღვდელი - გიორგი ჯიქია


სპექტაკლის შესახებ : 

მართა და მამია სოფლად დარჩენილი მშობლები არიან, რომელთა მოგონებებს და დანაშაულის გრძნობას სახლიდან გაქცეული ერთადერთი შვილის სიკვდილი აღვიძებს. ამ დროს მთელი ძალით იწყებს ყვირილს შეგრძნება, რომ მათ მისი მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოების ჩაკეტილ ხმას აუწყეს ფეხი. საზოგადოების, რომელსაც თანაგრძნობა არ შეუძლია მაშინაც კი, როცა თვალწინ სიკვდილი უდგას. ერთადერთ ნუგეშად მშობლებს მათი გარდაცვლილი შვილის ორი მეგობრის პანაშვიდზე გამოჩენა ევლინებათ, რასაც სიხარულის გარდა უხერხულობის შეგრძნებაც ახლავს თან. შეძლებენ კი მშობლები სიკვდილის შემდეგ მაინც მიიღონ შვილი ისეთი, როგორიც ის რეალურად იყო? რა დაემართათ მათ? რატომ დაკარგეს თანაგრძნობის უნარი ან საერთოდ სად გაქრა ეს ყველაფერი? როგორ შევძელით აღმოვჩენილიყავით სპექტაკლში, რომელსაც მაყურებელი აღარ დარჩა?!..

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის / 13-14 ივლისს

ხანგრძლივობა : 100 წთ . 

 სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.