7 პ.პ
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

რეჟისორი: ზურაბ გეწაძე

ავტორი: ლაშა ბუღაძე

მხატვარი: შოთა გლურჯიძე

კომპოზიტორი: ზურაბ გეწაძე

კოსტიუმების მხატვარი : ნინო ქორიძე და სოფო ( მარიამ ) ქორიძე 

მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ლია კაპანაძე, მაია გელოვანი, რუსუდან ბოლქვაძე, ნანუკა ლითანიშვილი, ნანა შონია, პაატა ინაური, ქეთი ასათიანი/ანა მარია გურგენიშვილი, ნიკა წერედიანი, თემო ნატროშვილი

სპექტაკლის შესახებ :

პატარა პიესებს თუ სკეჩებს ერთი რამ აერთიანებს: ეს სოციალურად პრობლემატური ტექსტებია და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ სოციალური ანეკდოტები. მართალია, ტექსტები მეტწილად აბსურდის ჟანრშია დაწერელი, მაგრამ ამ ფასადური, გარეგნული აბსურდის მიღმა იმალება ჩვენს გარშემო, ჩვენს დღევანდელ სამყაროში, საზოგადოებაში არსებული ბევრი რეალური პრობლემა, რეალური ტრაგედია, რეალური გაცხადებული თუ გაუცხადებელი ისტერია და ნერვოზები. პარადოქსებისა თუ აბსურდის თეატრი სცდება მკვეთრად განსაზღვრულ ჟანრულ კატეგორიებს – ეს ტექსტებიც რამდენადაც სასაცილოა, იმდენად ტრაგიკული და საშიშიცაა. პიესებში გაშიშვლებულია ის, რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რასაც შინაგანად ატარებენ ან განიცდიან, მაგრამ არ ამჟღავნებენ. და რაც მთავარია, ამ პიესების გამჭოლად ომი დგას. რეალური, მასშტაბური და ლოკალურიც.