სანამ ერთმანეთს გავიცნობდით
ინფორმაცია
ფოტო


ბასა ჯანიკაშვილი

სანამ ერთმანეთს გავიცნობდით


რეჟისორი - ზურაბ გეწაძე

მხატვარი - შოთა გლურჯიძე

მუსიკის ავტორი - ერეკლე გეწაძე 

ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი 

ტექნიკური რეჟისორი - ელენე მონასელიძე 

მონაწილეობენ - ნინო ბურდული, გოგა პიპინაშვილი


სპექტაკლის შესახებ:

  დგება დრო, როდესაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად ერთადერთი გამოსავალი საკუთარ თავთან გაუცხოებაა. ერთფეროვნება დამანგრეველია, როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვის. სასტუმროს ოთახში ორი ადამიანი ერთმანეთის გაცნობას ცდილობს. პიესის მთავარი პერსონაჟები - ნინო და გია ცდილობენ გაიხსენონ როდის გაიცნეს ერთმნეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები არ იციან, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან, ისინი ამ გზით სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ. ორ ადამიანს მონოტონური ყოფიდან გაქცევა უნდა. მათ ხელახლა უნდა იპოვონ საკუთარ თავში სიყვარულისა და ერთგულების ძალა. 

   რეჟისორი ზურაბ გეწაძე ამჟამად თეატრის შენობიდან გადის და სპექტაკლის სათამაშოდ ახალ სივრცეს ირჩევს. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ ოთახი N528 ერთი საათით თეატრალურ სცენად იქცევა, სადაც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს და ყველა ოთახში გათამაშებული ამბის მონაწილე ხდება.


სპექტაკლი გაიმართება სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი"

პროექტი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა  თეატრის და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ITI GEORGIAN CENTER ერთობლივი ნამუშევარია და ის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოაგდენს.

სპექტაკლი დაიდგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თეატრალური პროგრამის ფარგლებში.


ხანგრძლივობა: 55 წუთი

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა: 22.06.2018