DIAGNOSIS
ინფორმაცია
ბილეთის შეძენა

ნინო სადღობელაშვილი

DIAGNOSIS

შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილის" მიხედვით


რეჟისორი -კახაბერ შარტავა

მხატვარი - თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე
ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა
რეჟისორის თანაშემწე - თამარ სესიაშვილი

მონაწილეობენ : ნინო ფილფანი, გიორგი მახარაძე, ნანუკა  კუპატაძე, ირინა გიუნაშვილი  

DIAGNOSIS -  ერთმოქმედებიანი პიესაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შტეფან ცვაიგის პოპულარული ნოველა „უცნობი ქალის წერილი“.
მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდზე ახალგაზრდა ფსიქიატრი მამაკაცი  მუშაობს.
პაციენტი უცნობი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც უკვე თვეზე მეტია, იმყოფება კლინიკაში. როგორც დიალოგიდან ირკვევა, ის უგონო, აფექტის მდგომარეობაში მიიყვანეს იქ. როცა პაციენტს აღქმა დაუბრუნდა და მეტ-ნაკლებად კონტაქტურიც ხდება,  სწორეს ამ მომენტიდან ფსიქიატრი იწყებს მის მიერ შემუშავებულ ექსპერიმენტს.