ყველა პროექტები მედია
07/05/2023
ლაშა თაბუკაშვილი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი წარმოგიდგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ პროექტს

“ცოცხალი წიგნები”

15 მაისი - ლაშა თაბუკაშვილი

დასაწყისი - 20:00 საათი

 ლაშა თაბუკაშვილი, ქართველი მწერალი, დრამატურგი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2005).

ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ „ცისკარში“. მისი მოთხრობები მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ლაშა თაბუკაშვილის გახმაურებული პიესები როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრშია დადგმული, აგრეთვე ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე. მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“. წლების განმავლობაში იყო თუმანიშვილის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე.

არის ლიტერატურული პრემია „საგურამოსა“  და თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.