გრძელი დღის შემოღამება
ინფორმაცია
ფოტო
ბილეთის შეძენა

„გრძელი დღის შემოღამება

 იუჯინ ო'ნილი

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - დიმიტრი ტროიანოვსკი

თარგმნის რედაქტორი - მანანა ანთაძე

მხატვარი - ავთო მოდებაძე

მუსიკალური გაფორმება - დიმიტრი ტროიანოვსკი / ანი მურღულია

ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა

ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი


 მოქმედი პირები:

მერი ტაირონი - ნინელი ჭანკვეტაძე

ჯეიმს ტაირონი - პაატა ბარათაშვილი

ჯეიმი ტაირონი - ბექა ჯუმუტია

ედმუნდ ტაირონი - ლუკა ჩიბუხაია


„ცხოვრება ნელ - ნელა გვცვლის! სანამ გონს მოვეგებით სულ სხვა ადამიანად ვიქცევით…“

თარგმანი - გოდერძი რუხაძე

 იუჯინ ო’ნილის ეს ცნობილი პიესა ტაირონების ოჯახის ცხოვრების ერთი გრძელი დღის ამბავს გვიჩვენებს. უაღესად პირადულ და ამაღელვებელ სცენებში ერთმანეთში იხლართება სიყვარული და სიძულვილი, სიმართლე და ტყუილი, დიდი ტკივილი და თავისუფლების წყურვილი.

ჩვენი სპექტაკლი სვამს კითხვებს: რა ანადგურებს ოჯახს? რატომ ხდება რომ სახლი ციხედ იქცევა? შეგვიძლია თუ არა არსებობა ოჯახური ურთიერთობების გარეშე?


სპექტაკლის ხანგრძლივობა 110 წთ. ერთ მოქმედებად

პრემიერა შედგა 2025 წლის 16 მაისს 



 სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.