სიკვდილი აკაკუნებს
(ქორეოდრამა)
თუმანიშვილის თეატრისა და პლასტიკის თეატრი 82 - ის კოლაბორაცია
რეჟისორი/ქორეოგრაფი : ირაკლი ბიბილური
მხატვარი : ანანო დოლიძე
კომპოზიტორი : მიშა ზაქაიძეტექნიკური
რეჟისორი : ელა კაზარიანი
მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ :გოდვინ თუდები, ნინა მატასი - გორგასლიძე, თამარ ცანავა.
სპექტაკლი „სიკვდილი აკაკუნებს“ დაფუძნებულია ვუდი ალენის პიესაზე და წარმოადგენს უნიკალურ თეატრალურ ექსპერიმენტს, რომელიც აერთიანებს იუმორს, ფილოსოფიასა და აბსურდს.სპექტაკლი მოგვითხრობს სიყვარულზე, ადამიანის არსებობის არსზე, ადამიანის ცნობიერებაზე, საკუთარი თავის კვლევასა და აღმოჩენაზე; სვამს მთავარ კითხვას: რა შეიცვლებოდა, თუ ადამიანს წინასწარ ეცოდინებოდა საკუთარი სიცოცხლის დასასრული?
პრემიერა შედგა 1, 2 აპრილს
ხანგრძლივობა 60 წუთი
